პროექტის მოკლე აღწერა: კლასში საბავშვო ლიტერატურის შეგროვება,
რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თითოეული ბავშვისათვის.
პროექტის სრული აღწერა:: დღევანდელი ეკონომიური კრიზისის პერიოდში
ძნელდება საბავშვო ლიტერატურის ხელმისაწვდომობა, მაღალი პოლიგრაფიული
დონის,ილუსტრირებული წიგნების შეძენა პრობლემურია მოსწავლეთათვის.
ტექნიკამ / ტელევიზორი, კომპიუტერი, ა.შ./ მოზარდი წიგნს დააშორა,ამტომაც წიგნიერების დონე მოზარდებში ძალიან დაბალია. ამ პრობლემის
დასაძლევად მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩავუნერგოთ წიგნის
სიყვარული, ამ მიზნით კლასში ჩატარდება ღონისძიება-წიგნი საუკეთესო მეგობარი,
ინტერნეტის საშუალებით მოვიძევთ ინფორმაციას ახალი საბავშვო წიგნების შესახებ, მოსწავლეები აირჩევენ წიგნებს შთაბეჭდილებების მიხედვით და ვუზრუნველვყობთ მათ ხელმისაწვდომობას.
მონაწილეთა ასაკი:I-II კლასის მოსწავლეები.
ვადები: პერიოდულად ტრიმესტრების მიხედვით.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება პატარა საკლასო ბიბლიოთეკა. პატარები თავისუფალ დროს გამოიყენებენ წიგნებს.
სარგებელი სხვებისათვის:ხელს შეუწყობს კითხვის ტექნიკის დაუფლებას.
სამუშაო ენა: ქართული ენა
პროექტის ფასილიტატორი: ციცო კუპრაძე.
ელექტრონული ფოსტის მისამართი: cico.cico79@gmail.com